![შსს-მ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო შსს-მ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო](http://presa.ge/img/multimedia/a26926.jpg)
შსს-მ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო
10:56:38     16-12-2013
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ახალქალაქში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სხვენიდან დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამოღებულია: 5 ხელყუმბარა, 3 დეტონატორი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი და 20 საბრძოლო ვაზნა, 5,45 კალიბრის 1500 საბრძლო ვაზნა და 3 მჭიდი, გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექს „9-კა-34 სტრელა 3“-ის პისტოლეტის 8 სახელური. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).