დღეს გორში ტირანის ძეგლს დადგამენ
06:42:53     14-12-2013
გორში სისხლიანი ტირანი ბრუნდება - დღეს, გორში სტალინის ძეგლს აბრუნებენ. ჯერ კიდევ წინა პრემიერის ხელშეწყობითა და კულტურის სამინისტროს დასტურით, გორის ცენტრალური მოედნიდან ჩამოგდებული სტალინი მისივე მუზეუმში "აღსდგება".
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორის რეაბილიტაცია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რატომღაც ისე ხდება რომ საქართველოში ამ ვერაგ მკვლელსა და მის ძეგლებს აცოცხლებენ.
რუსი იმპერიალისტებისა და პუტინის საყვარელი სტალინის ძეგლი, გორიდან სამი წლის წინ აიღეს. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა რომ საქართველოში ისევ დადგებოდა დრო, როცა ჯალათის ძეგლებს დააბრუნებდნენ. თუმცა, ზუსტად სამი წლის შემდეგ სტალინის ძეგლებმა ისევ დაიწყო გაცოცხლება. დღეს, სტალინომანია, გორში გრძელდება...