მულტსერიალის შემქმნელებმა კურტ კობეინის მუსიკა დაიწუნეს

  13:45:53     02-02-2011

1990–იანი წლების დასაწყისში ჯგუფის „ნირვანას“ ლიდერმა კურტ კობეინმა ანიმაციური სერიალისათვის „რენის და სტიმპის შოუ,“ მუსიკა დაწერა. თუმცა, კომპოზიცია არ მოეწონათ მულტფილმის შემქმნელებს – ამის შესახებ ცნობილი სულ ახლახანს გახდა. ინფორმაცია მსახიობმა ბილი უესტმა გააახმაურა, რომელიც მულტფილმის გმირ, უკუდო კატა სტიმპის ახმოვანებს.

 

ერთხელ კომპანიის ოფისში უცნაური ახალგაზრდა მოვიდა და საკუთარი სიმღერა შემოგვთავაზა – განაცხადა მანდ. ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რომ მათ ქმნილება მოეწონათ, თუმცა, მოგვიანებით ის უბრალოდ ნაგვის ყუთში გადაუძახეს. სერიალი „რენის და სტიმპის შოუ“ 1991 წელს გამოვიდა და 1996 წლამდე გრძელდებოდა.

 

ზუსტად 1991 წელსვე გამოუშვა „ნირვანამ“ თავისი მეორე და კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ალბომი "Nevermind."

1994 წლის აპრილში კურტ კობეინმა თავი მოიკლა.