დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი: მე კალატოზი არ ვარ...

  16:00:32     13-12-2013

„პრესა.ჯი“ პარლამენტში განვითარებულ მუშტი-კრივზე, ოპონენტებთან ურთიერთობაზე და სამომავლო გეგმებზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა:

- როგორ აფასებთ, პარლამენტში მომხდარ ჩხუბს?

- რა თქმა უნდა არ უნდა ხდებოდეს მსგავსი ფაქტები.  ამას არავინ იწონებს, პირიქით, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს, პარლამენტში კაგი იქნება თუ იდეების, აზრების ჭიდილი იქნება ხომ?

ასე რომ მუშტი-კრივის მომხრე არც ერთი ნორმალური ადამიანი არ არის. მეც ასეთ რამეს ვგმობ. რაც შეეხება ჯაჭვლიან-ბარამიძეს შორის მომხდარ ამბავს,ეს არ იყო იმ დღეს ჩამოყალიბებული კონფლიქტი.

მერწმუნეთ, რომ ეს ადამიანები (ნაციონალები) ცდილობენ ასეთი რეპლიკებითა და შეურაცხყოფელი ჟესტებით პროვოცირება მოახდინონ. ამისგან მათ სარგებელი უნდა ნახონ. ძაან მარტივია მათი სქემა გასაშიფრად - არის რაღაც თემები, ინტონაცია, ქცევები, რეპლიკა რომელმაც შეიძლება დაგაკარგინოს წონასწორობა და მოხდეს ის რაც მოხდა იმ დღეს. ძაან ძნელია ამ ადამიანებს უწოდო კოლეგები.

- აცხადებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის უმეტესი ნაწილი დასაჭერია, უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ვის პასუხისმებლობაში მიცემას ითხოვთ?

- არა, არა, ფორმულირება არ არის სწორი. ფორმულირება ასე უნდა იყოს: ნაციონალური მოძრაობიდან ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისთვის საკმარისად კარგად არიან ცნობილები ჩადენილი საქციელებით...

 უმჯობესი იქნებოდა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა კანონის ფარგლებში, არგუმენტებით მოახდინონ მათი საქციელის შეფასება, ამ 9 წლის განმავლობაში როგორ ემსახურნენ ისინი ქვეყანას.

არსებობს უამრავი დოკუმენტი, არსებობს ფაქტები, რაც შეიძლება ამ უწყებებმა გამოკვეთონ.

- მათ შორის არის თუ არა იგივე გიორგი ბარამიძე?

- რა თქმა უნდა არის... როდესაც ხელისუფლებაში ხარ, არც საკუთარ თავს გამოვყოფ, როცა ამოიწურება ჩვენი დრო, და გაჩნდა კითხვები საზოგადებისა და საგამოძიებო ორგანოს მიერ, ვალდებულები ვართ ამ კითხვებზე პასუხი გავცეთ.

პრინციპია, როცა სახელმწიფოს ემსახურები და გიკავია თანამდებობა, შენი ჩადენილი საქციელი შენი პასპორტი უნდა იყოს. თუ დანაშაული მიუძღვის ადამიანს, ვალდებულია პასუხი აგოს სამართლის წინაშე.

- თანაგუნდელ ნარმანიას კანდიდატურა მერის პოსტზე, თქვენც დაიწუნეთ, რატომ? და იხრება თუ არა თქვენი სიმპატია ლევან გაჩეჩილაძისკენ?

- მოდი, ახლა ამ კითხვას,ა ქაც მოვფინოთ ნათელი, ნარმანიაზე გაკეთებული განცხადება იყო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის მიერ გაჟღერებული პოზიცია. რაც შეეხება ლევანთან ურთიერთობას, ის ცალსახად არ არის იმ აზრზე რომ მან კანდიდატურა დააყენოს ამ პოსტზე. უბრალოდ მე ვთქვი, რომ თუ ლევანი დააყენებს კანდიდატურას, ხმას მას მივცემ-თქო.

- რას უწონებთ ნარმანიას?

- ქალაქი ძალიან მდიდარია, მას აქვს უფრო დიდი ინტელექტუალური რესურსი, რომ შეჯამდეს, ჩამოყალიბდეს ქალაქი და მან შეიძლება აბსოლუტურად არაპოლიტიკური ადამიანი აირჩიოს. ამასთან როდესაც ჩვენ ვართ ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატები, მათ პატივი უნდა დაგვდონ და უნდა მივეწვიეთ შეხვედრაზე და მოესმინათ ჩვენი პოზიციაც.

ნარმანიასთან პიროვნულად არავითარი პრეტენზია არ მაქვს, აქ საუბარაი არ არის მის არათბილისელობაზე. ისე კი უნდათ ეს იარლიყი მომაკერონ მაგრამ არაფერი გამოუვათ. ასეთი ბინძური ტვინის ადამიანი არ ვარ. მომეცით უფლება, რომ თავისუფალმა ადამიანმა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა.

- მთაწმინდელთა უმრავლესობამ არჩევნებზე ხმა თქვენ მოგცათ, რა გააკეთეთ ამ რაიონისთვის?

- ეს კითხვა არ არის სწორად დასმული. გიწუნებ კითხვას. რა გავაკეთე? მე არ ვარ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მე ვცდილობ საზოგადოებასა და მთავრობას შორის არ ჩატყდეს ხიდი. არ გაჩნდეს უნდობლობა.

მე ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვაკონტროლო კანონების შესრულება, ნებისმიერი უსამართლობა რომელიც ეხება მთაწმინდას, დავაყენო საკანონმდებლო დონეზე. ამ კითხვას რომ  მისვამთ, მე არ ვარ კალატოზი, რაღაცა რომ გაჩვენოთ...

- თუმცა თქვენი ამორმჩევლისთვის საინტერესო იქნება თუნდაც ის, რა პრობლემა გადაწყდა ამ რაიონისთვის თქვენი თანამონაწილეობით.. .  დაასახელეთ ყველაზე დიდი პრობლემა რომელიც მთაწმინდას ეხება...

- პრობლემაა ის ისტორიული ავარიული შენობები, რომელიც რაიონშია, არის სახლები რომლებიც არ ექვემდებარება გამაგრებას და ზომებია მიასღები. ჩვენ გზა უნდა გავუხსნათ ინვესტიციას რომ არ დავუკარგოთ ქალაქს იარესახე.

მეორე პრობლემაა სოციალურად დაუცველი ადამიანები. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ გამოჩნდეს რეზერვები. კეთდება უფასო ოპერაციები, ასე რომ გაჭირვებას მკერდს ვუშვერთ, ფეხი-ფეხზე გადადებულები არ ვზივართ.

- კოალიციაში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ყველა პროფესიას უბრინდება, ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული საგანელიძე თავის საქმიანობას უბრუნდება, პოლიტიკიდან წავიდა ივანიშვილისც, თქვენ როდის დაუბრუნდებით მსახიობობას?

- ჩემი პარლამენტში ყოფნა ამ ეტაპზე გამართლებულია. იმ ბრძოლამ რეჟიმის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიმიღია. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ.