რატიანი: ოპოზიციას კრიმინალური ბანდის სახელით ელაპარაკებიან
13:31:26     13-12-2013
საპარლამენტო უმცირესობის ბოიკოტი გრძელდება, ცნობილია, რომ „ნაციონალური
მოძრაობა“ დღეს პლენარულ სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსის განხილვას არ
დაესწრება.
ბოიკოტის მიზეზებზე „პრესა.ჯი“-ს დეპუტატი სერგო რატიანი ესაუბრა.
რატიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეაფასა ის ტენდეცია,
რომ ოპოზიციას "კრიმინალური ბანდის სახელით" ელაპარაკებიან.
სერგო რატიანი: ბატონმა უსუფაშვილმა ჩვენი წერილი, ადეკვატურად ვერ აღიქვა. ნაციონალური მოძრაობა არ ითხოვდა პარლამენტში მომხდარი ჩხუბის შეფასებას, არამედ, ჩვენი მოთხოვნაა გაკეთდეს მკაფიო განცხადება იმაზე, რომ ოპოზიცია ელაპარაკებიან კრიმინალური ბანდის სახელით.
- რას უკავშირებთ, ჯაჭვლიანის ქმედებებს?
- ეს იყო პირდაპირ დაგეგმილი პროვოკაცია. მათი მიზანიაა გააღვივონ კუთხური შუღლი. პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამ ყველაფერზე განცხადება უნდა გააკეთოს.
- როდემდე გაგრძელდება ბოიკოტი?
-ჩვენ ვრჩებით პარლამენტში, და გავაკეთებთ ჩვენ შეფასებებს თვითმმართველობის კოდექსზე .
- ზოგადად, რას ფიქრობთ, თვითმართველობის კოდექსზე, რომელმაც საზოგადოებაში ბევრი კითხვები გააჩინა?
- ცალსახაა, რომ კანონი დასახვეწია. თუმცა, ჩვენ ვთანხმდებით პრინციპზე რომ მერი, გამგებლები უნდა იყვნენ არჩევითი. საკამათოა ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს შეუძლია მერი გადაირჩიოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მერმა რაღაც დააშავა, როცა აშავებს სხვა პროცედურებია, არამედ, უბრალოდ თუ შენს კანდიდატს არ ირჩევს ხალხი და საკრებულოში უმრავლესობა გაქვს, შეგიძლია გადაირჩიო. ჩვენ გვექნება ალტერნატიული წინადადება კანონთან დაკავშირებით..