დაბრაწული საახალწლო ინდაური ვაშლითა და პიურეთი

  19:59:06     12-12-2013


ინგრედიენტები:
ინდაური
3 კგ
კარტოფილი
1.5 კგ
მოხარშული ჭარხალი
1
ვაშლი, მჯავე სახეობის
500 გ
შაქრის პუდრი
1 ს.კ
კარაქი
110 გ
რძე
150 მლ
კონიაკი
100 მლ
მარილი და პილპილი
ტაბულა
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
გათალეთ ვაშლი, 4-ად გაჭერით და გული ამოაცალეთ. ტაფაზე, 20 გ კარაქში შეაწითლეთ შაქრის პუდრასთან ერტად, შემდეგ თბილივე ჩაუდეთ ინდაურს მუცელში და ხის ჩხირით დაამაგრეთ.

გადაიტანეთ ინდაური ტაფაში, მოასხით 40 გ გამდნარი კარაქი, წაუსვით მარილი და პილპილი. შეწვით ღუმელში 2.5 საათის განმავლობაში, თან რეგულარულად ასხით თავისივე გამოყოფილი წვენი. თუ შეწვა დააკლდა, კიდევ დატოვეთ ღუმელში.
მზა ინდაური გამოიღეთ და დააფარეთ ფოლგა. წვის დროს გამოყოფილი წვენი გადაინახეთ.

ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გაფცქვენით, დაჭყლიტეთ და დაასხით ცხელი რძე, დაამატეთ დარჩენილი კარაქიც. გათალეთ და ბლენდერში ერთგვაროვან მასად აქციეთ ჭარხალიც. შეურიეთ ცხელი კარტოფილის პიურეს ნაწილი.

ტაფაში, რომელშიც ინდაური შეწვით დაასხით კონიაკი, ნამწვები კარგად ააფხიკეთ, დაამატეთ 200 მლ წყალი და სწრაფ ცეცხლზე წამოადუღეთ. როცა წვენი განახევრდება, გადაწურეთ და გაფილტრეთ. ეს იქნება სოუსი .
ინდაური სუფრასთან მიიტანეთ ამ სოუსით, ორი სახის პიურეთი და იმ ვაშლით, რაც მუცელში ედო.