ვინ არის დეპუტატი ჩრდილელი?

  16:20:31     12-12-2013

პაპუაშვილ-ჯაჭვლიანის შემდეგ, პარლამენტში ახალი რადიკალი გამოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში წერს: „სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებოს“ ავტორთან - მეორე ჩმორთან მე მაქვს კითხვები და არა მარტო კითხვები... გი-ვიიი!!!“

„პრესა.ჯი“ დეპუტატის მიერ ნახსენები კითხვების შინაარსით დაინტერესდა და ოთარ ჩრდილელს სოციალურ ქსელშივე ესაუბრა. თუმცა, აღმოჩნდა რომ ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსი ინტერნეტ-პორტალს ბოიკოტს უცხადებს.

ჩრდილელი:  სამწუხაროდ თქვენთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არა მაქვს. ეს ჩემი უფლებაა. გისურვებთ წარმატებებს.

- რატომ ბატონო ოთარ? აინტერესებს რატომ უწოდეთჩმორიგივი თარგამაძეს? ან როგორ აფასებთ თქვენი თანაგუნდელის, სოსო ჭვლიანის რეპლიკებს ბარამიძის მისამართით... 

- გიმეორებთ, თქვენთან თანამშრომლობის არანაირი სურვილი არა მაქვს. ეს ჩემი უფლებაა. გისურვებთ წარმატებებს...

- ბოიკოტის მიზეზი რომ გავიგოთ, შეიძლება?

- არ ვთვლი თქვენ სააგენტოს, ობიექტურ და მიუკერძოებელ საინფორმაციო საშუალებად. კარგად ბრძანდებოდეთ. წარმატებებს გისურვებთ“.

უკანასკნელი ტენდენციით, უმრავლესობის რიგებში მარგინალი დეპუტატების მიერ მოწყობილი შოუები ტრადიციად იქცა. თუმცა, შეიძლება თქვას, რომ პაპუაშვილ-ჯაჭვლიან-ჩრდიდელის ტრიო, საკანონმდებლო ორგანოს მთავარი გასართობი რგოლია...

რაც შეეხება თავად ჩრდილელის მწირ წარსულს, ის საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის წყალობით აღმოჩნდა. სანამ ჩრდილელი დეპუტატის თბილ სკამს მოაჯდებოდა, იგი კალაძის პრესსამსახურში იყო და რომ არა ბიძინა, ალბათ მისივე კლერკადაც დარჩებოდა. თუმცა, მიუხედავად გადეპუტატებისა, სამტრედიელი ჩრდილელი, ენერგეტიკის მინისტრის „ჩრდილიდან“ მაინც ვერ გამოვიდა და სავარაუდოდ, ვერც გამოვა.

სამტრედიაში ღიად საუბრობენ, რომ დეპუტატობას ჩრდილელი პირადი ინტერესებისთვის აქტიურად იყენებს. სამტრედიელები მას უკანონო ბიზნესის ლობირებაშიც ადანაშაულებენ.

მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, სამტრედიაში მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ახალი ავტოსადგურის გახსნას აპროტესტებდნენ.

როგორც მაშინ მძღოლები აცხადებდნენ, ქალაქში კიდევ ერთი ავტოსადგურის გახსნის საჭიროება არ იყო, რადგან ძველ ავტოსადგურსაც კი არ ჰყავს საკმარისი მგზავრები. მათივე თქმით, ახალ ავტოსადგურს, რომელიც უკანონოდ არის გახსნილი, უმრავლესობის წევრი დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი ლობირებს.