![იაშვილის კლინიკის პრესსამსახური: დაკავებულია არა უფროსის მრჩეველი, არამედ დაცვის თანამშრომელი იაშვილის კლინიკის პრესსამსახური: დაკავებულია არა უფროსის მრჩეველი, არამედ დაცვის თანამშრომელი](http://presa.ge/img/multimedia/a26876.jpg)
იაშვილის კლინიკის პრესსამსახური: დაკავებულია არა უფროსის მრჩეველი, არამედ დაცვის თანამშრომელი
15:03:04     12-12-2013
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იარაღის და ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებული პირი იაშვილის კლინიკის დირექტორის მრჩეველია.
როგორც "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში განუცხადეს დაკავებულია არა დირექტორის მრჩეველი, არამედ დაცვის თანამშრომელი.
"არ გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ დააკავეს კლინიკის დირექტორის მრჩეველი, დაკავებული დაცვის თანამშრომელი",- აცხადებენ კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ცნობისთვის, "პირველმა რადიომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი იაშვილის სახელობის ბავშთა რესპუბლიკური კლინიკის ადმინისტრაციის თანამშრომელი და დირექტორის ერთ-ერთი მრჩეველი გიორგი გორგიჯანიძეა.
შს ინფორმაციით, კი სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და სამუშაო ოთახის ჩხრეკისას ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, საცხოვრებელი ბინიდან კი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ბრაუნინგის" მოდელის პისტოლეტი ერთი მჭიდით და ხუთი საბრძოლო ვაზნით.