საქართველოს პარლამენტი უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
10:16:12     12-12-2013
86 ხმა 0-ის წინააღმდეგ,
საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
განცხადება მიიღო. განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
"საქართველოს პარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს არჩევანის თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს მომხდარი მოვლენებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.
საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, და სჯერა, რომ, არსებული პრობლემების მიუხედავად, საქართველოც და უკრაინაც ღირსეულ ადგილს დაიკავებენ საერთაშორისო დემოკრატიულ თანამეგობრობაში.
საქართველოს პარლამენტი მიესალმება საერთაშორისო თანამეგობრობისა და დემოკრატიული სამყაროს ძალისხმევას „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ქვეყნების მხარდასაჭერად და მათი სუვერენიტეტის დასაცავად და აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ამ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის თავისუფლება, რომელსაც ვერავინ ხელყოფს, და რომ არც რუსეთის ფედერაციას და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოს არ აქვს აღნიშნულ პროცესში ჩარევის უფლება.
საქართველოს პარლამენტი ასევე მიესალმება ევროკავშირისა და უკრაინის ძალისხმევას მხარეებს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების დროულად გადაჭრის მიზნით და სჯერა, რომ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები იპოვიან ღირსეულ, მშვიდობიან და ხალხისთვის სასარგებლო გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან"