
ჯაჭვლიანი: ბარამიძე მეტის ღირსი იყო, ბოდიშს საზოგადოებას ვუხდი
14:16:40     11-12-2013
"ქართული ოცნების" წევრი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამო ბოდიშს იხდის.
როგორც "პრესა.ჯი"-სთან გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ბარამიძესთან ჩხუბის კომენტირებისას აღნიშნა, ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო თავს დამნაშავედ არ გრძნობს.
სოსო ჯაჭვლიანი: ბარამიძე მეტის ღირსი იყო, უბრალოდ მე ამომრჩეველს მინდა ბოდიში მოუხადო მომხდარი უსიამოვნო ფაქტი გამო ეს არის და ეს.
მსახიობი ირწმუნება, რომ მისი გაღიზიანება სიტყვით გამოსვლის პარალელურად დეპუტატ ბარამიძის რეპლიკებმა და ჟესტიკულაციამ გამოიწვია.
"ვიდეოკადრშიც კარგად ჩანს, როცა მე ვლაპარაკობდი, როგორ იქცეოდა თვითონ გიორგი ბარამიძე",- განაცხადა ჯაჭვლიანმა და იქვე დასძინა, რომ მომხდარის შესახებ სხვა კომენტარს არ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მის კოლეგას ოპოზიციონერ გიორგი ბარამიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და "ჩმორი" უწოდა. რის შემდეგაც ბარამიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი ჩხუბის შემდეგ უმცირესობამ პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.