სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
10:48:56     11-12-2013
სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში ბრალდებულმა დ.ბ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სასჯელაღსრულების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გარდაცვლილს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნებოდა და ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
"ციხის დაწესებულების ადმინისტრაციის და სამედიცინო დეპარტამენტის მოთხოვნით, ბრალდებულს სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზაც აქვს ჩატარებული, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ პატიმრის შეურაცხადობა არ დაადასტურა. შესაბამისად, სამინისტროს არ ჰქონდა უფლებამოსილება მსჯავრდებული დ.ბ. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით მკურნალობაზე გადაეყვანა. საკანში მოთავსების შემდეგ პატიმარს რეგულარულად ნახულობდნენ ფსიქიატრი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. დაწესებულების პირველადი ჯანდაცვის გუნდის რეკომენდაციით, პატიმარი გადაყვანილ იქნა 24 საათიან ვიდეომონიტორინგზე, თუმცა მეთვალყურეებმა ღამის საათებში ვერ მოახდინეს დროული რეაგირება, რის გამოც სუიციდის აღკვეთა ვერ მოხდა და შემთხვევა ფატალურად დასრულდა. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება",- აღნიშნავენ სუბარის უწყებაში.