
ქუთაისში სასტიკად ნაწამები მამაკაცის ცხედარი იპოვეს
20:19:13     10-12-2013
ქუთაისში განსაკუთრებული სისასტიკით 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცს ყელის და სხვადასხვა არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
გარდაცვლილი მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მე-12 კორპუსში მცხოვრები სოციალურად დაუცველი იყო და ბაზარში მუშაობდა.
იმერეთის სამხარეო პოლიციაში აცხადებენ, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით უკვე აღძრულია და გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.