ომბუდსმენი: პენიტენციურ სისტემაში ე.წ მაყურებლების როლი გაზრდილია

  14:14:25     10-12-2013

"პენიტენციურ სისტემაში ე.წ მაყურებლების როლი გაზრდილია",- ამის შესახებ სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

ნანუაშვილმა დღეს სახალხო დამცველის ანგარიში წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ 2013 წელს საგანგაშო იყო მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე წამებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლების ფაქტი.

"ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, კერძოდ, ე.წ. მაყურებლების როლის გაზრდა, ასევე სამედიცინო მომსახურება და ორი პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა", - განაცხადა ნანუაშვილმა.