იახნი (აჭარული კერძი)
01:03:51     10-12-2013
აჭარული კერძის, იახნის მომზადების რეცეპტი.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
ხორცი - ორი კილოგრამი
ხახვი - 0,5 კილოგრამი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
ხმელი ქინძი - 3-4 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ზაფრანა - 3 კოვზი
ნიორი - 2-3 თავი
საფეხურები
1 ავიღოთ ხორცის მსუქანი ნაჭერი და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შეგიძლიათ დაჭრათ ძვლებიანადაც. წყალი ისე დაასხით, რომ საკმაოდ ფარავდეს ჭურჭელში მოთავსებულ ხორცს.
2 აუცილებლად მოხადეთ ქაფი დუღილისას. როდესაც ხორცი იქნება ნახევრად მოხარშული, დაამატეთ შავი პილპილი და მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, კარგად (წმინდად) დანაყილი ნიგოზი, ასევე ხმელი ქინძი. სასურვლია თუ შეაზავებთ ზაფრანით.
3 როდესაც მორჩებით იახნის მზადებას დაამატეთ დანაყილი ნიორი. სულ ეს იყო, ახლა შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
rogor.ge