როგორ უნდა გამოაცხოთ საახალწლო თოვლის პაპა (რეცეპტი)

  23:22:30     09-12-2013

საახალწლო დეკორაციები მხოლოდ თქვენს სახლს კი არ ჭირდება, არამედ ის თქვენს სუფრასაც სიამოვნებით დაამშვენებს. თუ უკვე დაიწყეთ ზრუნვა თუ როგორ მორთოთ თვენი სახლის თითოეული ოთახი, დროა იამზეც იფიქროთ, კულინარიულად როგორ გაამრავალფეროვნოთ საახალწლო სუფრა. ჩვენ დღეს მარტვი ხერხს გასწავლით თუ როგორ უნდა გამოაცხოთ საახალწლო თოვლის ბაბუ. ეს ძალიან გემრიელი და თან ორიგინალური ბაბუ თქვენს სტუმრიანობას უფრო ხვავიანს გახდის. თუ სახლში ბავშვები გყავთ ეს რეცეპტი ნამდვილად სათქვენოა.

მაშ ასე, მოიმარჯვეთ ყველა საჭირო მასალა…

ინგრედიენტები:

5 ჭიქა პურის ფქვილი

ნახევარი ჭიქა შაქარი

ორი პაკეტი საფუარი

1- 1/2 ჩ.კ. მარილი

ნახევარი ჭიქა რძე

1/4 ჭიქა წყალი

1/4 დაჭრილი კარაქი

2 კვერცხი

2 კვერცხის გული

2 ცალი  ქიშმიში

წითელი ხილის წვენი (ფერისთვის)

მომზადების წესი:

ცომი მოზილეთ და ორ ნაწილად გაყავით. ერთ ნაწილს ფორმა ოვალური ფორმა მიეცით, ახლა მეორე ნაწილი გააბრტყელეთ და კუდები მაკრატლით დაუჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. დაჭრილი ნაწილი ოვალს დაადეთ ზუსტად ისე, როგორც სურათზეა გამოსახული.

ახლა ოდნავ მორჩენილი ცომი აიღეთ და თოვლის ბაბუას ქუდი დაახურეთ, წვერზე პატარა ბურთით, წაუსვით მას წითელი ხილის წვენი, გაუკეთეთ ცხვირი და ორი ქიშმიშის თვალი.

სურათის ინსტრუქციებს ზუსტად მიჰყევით და დარწმუნდებით, რომ რთული ამაში არაფერია.

თუ ცომის თქვენეული ინტერპრეტირება გსურთ, იცოდეთ, ჩვეულებრივი ფუნთუშას ცომი გამოგადგებათ.

წარმატებებს გისურვებთ.

lollipop.ge