„ვახოს ცხედარი არა პოლიციამ, არამედ საფრანგეთის მოქალაქემ იპოვა“,- რას ყვება ბიზნესმენის ახლობელი...

  18:02:23     09-12-2013

ვახო ფაილოძის ოჯახი ბიზნესმენის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. როგორც „პრესა.ჯი“-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, „ვახო თავს არ მოიკლავდა“.

ნატო ფაილოძე (ნათესავი): შეძრული ვარ მომხდარის გამო, მიჭირს ანალიზი. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ ვახო თავს არ მოიკლავდა.

„პრესა.ჯი“: როდის და რა ვითარებაში იპოვეს თქვენი ახლობელი?

-ვახო სახლიდან 5 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ვეძებდით, შესაბამისად, ოჯახმა გაავრცელა საკონტაქტო ნომერი იმ შემთვევაში, თუ ვინმე შენიშნავდა მას. სწორედ ამ ნომერზე დარეკა უცხოეთის, საფრანგეთის მოქალაქემ და შეგვატყობინა, რომ მანქანა რომელიც განცხადებაში ნახსენები იყო, იპოვა. ადგილზე ვახოს შვილი მივიდა და სწორედ მან აღმოაჩინა მამამისის ცხედარი და არა პოლიციამ, როგორც ეს დღეს დილით გავრცელდა.

-რა უძღოდა წინ მის გაუჩინარებას?

-ვახო მეგობრის მოსანახულებლად წავიდა გვიან ღამით, უკან წამოსულმა მეუღლეს დაურეკა – ვაკე-საბურთალოს ახალ გზატკეცილზე გადავაადგილდებიო, შემდეგ მისი ტელეფონი გაითიშა.

- თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავთ?

- მას არაფერი აკლდა, არავისთან ჰქონია პრობლემები, ვერც დავამტკიცებ, რომ მოკლულია. დაველოდოთ გამოძიებას.