
პოლიტიკიდან შესაძლოა სოსო ჯაჭვლიანიც წავიდეს (ინტერვიუ)
14:37:24     09-12-2013
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით პატრიაქის განცხადების შემდეგ, თამარ კორძაიას მიერ გაკეთებულ შეფასებას ცინიკურს უწოდებს მისი თანაგუნდელი სოსო ჯაჭვლიანი.
„პრესა.ჯი“-სთან საუბრისას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გაღიზიანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ „ვიღაც-ვიღაცებს, პატრიარქის ფაქტორის დისკრედიტაცია უნდათ“.
„პრესა.ჯი“: თანაგუნდელ თამარ კორძაიას, პატრიარქზე გაკეთებული განცხადების გამო ღიად დაუპირისპირდით, რამ გამოიწვია თქვენი გაღიზიანება?
სოსო ჯაჭვლიანი: პატრიარქი ყველა მანდატზე მაღლა დგას, მან კი უწმინდესს ცინიკურად, მადდატი შესთავაზა. ეს იყო ცინიზმი. ამაზე ვრცელ კომენტარს არ გავაკეთებ. პატრიარქი რა, საქართველოს მოქალაქე არ არის? მას არ შეუძლია თავისი აზრი გამოთქვას? ილია მეორე არ ჩარეულა პოლიტიკაში...
აქ ეტყობა სხვა რაღაცაშია საქმე, პატრიარქი რომ ლაპარაკობს, და ამას საზოგადოება ძალიან აფასებს და უსმენს მას, ვიღაც-ვიღაცებს ეს აღიზიანებთ და არ მოსწონთ. ქალბატონ თამარს მე პატივს ვცემ, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ მისი განცხადება ცინიკური იყო, რამაც აღმაშფოთა.
- ხომ არ გიცდიათ გასაუბრებოდით ქალბატონ თამარს ამ თემაზე. მითუმეტეს, როცა თქვენ კომუნიკაციის პრობლემა არ გაქვთ, ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენთ...
- აუცილებლად შევხვდებით და ვისუაბრებთ... მე პრობლემას ოჯახში ვარკვევ...
- რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადავიდა, გაჩეჩილაძემ რიგები დატოვა, საგანელიძე მიდის, თქვენ მსახიიობი ბრძანდებით, ხომ არ უბრუნდებით კინოს?
- იცი, როგორ არის... (დუმს) მოდი რა მოვითმინოთ, ოთხშაბათს სესია იწყება, ბევრ რაღაცას გაიგებთ...
- აპირებთ განცხადების გაკეთებას პარლამენტიდან წასვლის შესახებ??
- თუ გავაკეთებ, მოისმენთ...