46 წლის ბიზნესმენი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
12:17:18     09-12-2013
ბიზნესმენი ვახო ფაილოძე გარდაცვლილი იპოვეს, როგორც "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.
გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების თქმით, ფაილოძე 5 დეკემბრის შემდეგ დაიკარგა. ბიზნესმენი სახლიდან გვიან ღამით გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გარდაცვლილის ახლობლები გამოძიების ვერსიას თვითმკვლელობამდე მიყვანასთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან.