“ოზურგეთში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესებულია და ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებ”

  11:28:02     09-12-2013

”ოზურგეთში კრიმინალური მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია”,- ამის შესახებ კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

”ამაზე თვალის დახუჭვას არც მე ვაპირებ და არც არავის ვურჩევ. ოზურგეთში კრიმინალური მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია. ზედიზედ ბანკების დაყაჩაღებები უკვე პრობლემას ქმნის, მითუმეტეს, როდესაც ამ საქმეების გახსნაც იგვიანებს. ეტყობა, სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად ჩემი და ზოგადად ოზურგეთის საზოგადოების ჩართულობა გარდაუვალია’’, - აცხადებს კვაჭანტირაძე.