მცირეწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს

  21:03:24     07-12-2013

სექსუალური ძალადობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს. ოჯახის განცხადებით, 10 წლის ბიძაშვილებს 14 წლის ბიჭმა ორალური სექსი აიძულა. დაზარალებულის ოჯახის წევრები გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილის მამა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელია და ის დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობს.

ტელეკომპანია "იმედის" სიუჟეტის მიხედვით, 14 წლის მოზარდმა, თბილისის ერთი–ერთი სკოლის სიახლოვეს, ნანგრევებთან, თავის 10 წლის ბიძაშვილებს სიგარეტის ყიდვა მოსთხოვა. მცირეწლოვანებმა ყიდვა ვერ მოახერხეს და ფულის დასაბრუნებლად უკან დაბრუნდნენ. ბიძაშვილმა ბიჭები ნანგრევებში მოტყუებით შეიყვანა და იარაღის მუქარით მათ ორალური სექსი აიძულა. ერთ–ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. ამ ისტორიას, ბიჭების მონათხრობის მიხედვით, ოჯახის წევრები ჰყვებიან. მათივე განცხადებით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ საქმეში ადვოკატი ჩარიეს. 14 წლის მოზარდი უკვე დაკავებულია. საქმე 138–ე მუხლით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15–დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.