მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე და გია ხუხაშვილის ფავორიტი დაკავებულია

  17:06:54     07-12-2013

პროკურატურამ მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მას ბრალად ედება დამამცირებელი მოპყრობა, დანაშაულის ფალსიფიცირება და მტკიცებულებათა გაყალბება, პატიმართა წამების საქმეში. 

დავით ჩხატარაშვილი, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გია ხუხაშვილის ფავორიტი და თანაშემწე გახდა. მან იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგაც მისცა ჩვენება. მაშინ, არჩილ კბილაშვილის დავალებით, ჩხატარაშვილს გამომძიებლები ხუხაშვილის ოფისში – "პიქსელში" ესტუმრნენ და დაკითხეს. 

ადეიშვილის საქმეში ჩხატარაშვილი მთავარი მოწმეა. მართალია, მას ჩვენებების სანაცვლოდ ხუხაშვილ–კბილაშვილი თავისუფლებას დაჰპირდა, თუმცა, როგორც ჩანს, ახალმა მთავარმა პროკურორმა, რომელსაც პრინციპულ და სამართლიან პიროვნებად ახასიათებენ, მისი პასუხისგებაში მიცემა მაინც გადაწყვიტა. ჩხატარაშვილს ხუხაშვილმა უკვე ვეღარ უშველა.