„სულს იმედი ვინც შთა - ბ ე რ ა“ - ლექსი ბერა ივანიშვილზე კულტურის სამინისტროს გაზეთში

  15:12:30     07-12-2013

ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ გაზეთ „ლიტერატურულ გაზეთში“ რამოდენიმე თვის წინ პოეტ ვანო ჩხიკვაძის ლექსი დაიბეჭდა, რომელიც მომღერალ ბერა ივანიშვილს ეძღვნება. გაზეთი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გამოდის. როგორც გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, უჩა შერაზადიშვილმა „პირველ რადიოს“ განუცხადა, ვანო ჩხიკვაძე ცნობილი პოეტია და მისი ლექსები ხშირად იბეჭდება გაზეთში.

იადონი

ბერას

სალამურზე დაფრენილი

შენს მოსმენას, აბა, რა სჯობს-

გაუმარ-ჯოს!

გაუმარ-ჯოს!

საქართველოს გაუმარჯოს!

ღვთის შეწევნით მოგიცილე,

სულზე მოდებული ჯანგო.

გალობს თეთრი ანგელოზი-

საქართველოს გაუმარ-ჯოს!

სულს იმედი ვინც შთა - ბ ე რ ა,

ცად აზიდა დანახვისი,

ეს გული და,

ეს სიმღერა,

ეს სიცოცხლეც ალალ მისი.

თუ სხვა სისხლში ნაწრთობია,

ის ხანჯალი ვერა ხანჯლობს.

ერო, ვინც შენ გაგაღვიძა, გაუმარ-ჯოს!

იდღეგრძელოს,

გაუმარ-ჯოს!

ავტორი: ვანო ჩხიკვაძე

წყარო