
დავით უსუფაშვილი: პატრიარქთან თვითმმართველობის რეფორმაზე არ მისაუბრია
16:51:20     06-12-2013
პარლამეტის თავმჯდომარის განცხადებით, პატრიარქთან შეხვედრისას თვითმმართველობის შესახებ რეფორმაზე არ უსაუბრია.
დავით უსუფაშვილი: „დაემთხვა რომ იმ დღეს, როცა დანიშნული იყო პატრიარქთან შეხვედრა, აღნიშნულ საკითხზე განსაჯაროვდა პატრიარქის პოზიცია. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ აღნიშნულ თემაზე მის უწმინდესობას ჩემთან ეს თემა არ განუხილავს და მეც არაფერი მითქვამს, რადგან არ ვიცოდი მისი ასეთი წუხილის თაობაზე.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "თუ ვინმე იმგვარად წარმოაჩენს ვითარებას, რომ თვითმმართველობის შემოღებით ქვეყნის ერთიანობას საფრთხე ექმნება, სრულიად ბუნებრივია, ამით მისი უწმინდესობის შეშფოთება და შეწუხება".
"დარწმუნებული ვარ, რომ ყველა, მათ შორის, მისი უწმინდესობაც დაინახავს, რომ აქ მსგავსზე არაფერზეა საუბარი. ჩვენ მაქსიმალური კონსესუსით გზით წავალთ დემოკრატიზაციისკენ, თავისუფლებისაკენ და ქვეყნის განვითარებისაკენ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.