![რა მოხდა რესტორან "ქართლში" - პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა რა მოხდა რესტორან "ქართლში" - პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა](http://presa.ge/img/multimedia/a26755.jpg)
რა მოხდა რესტორან "ქართლში" - პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა
14:39:13     06-12-2013
მასობრივი ჩხუბი რესტორან "ქართლში". გუშინ, სტუმრებსა და რესტორნის დაცვის წევრებს შორის დაწყებული კამათი, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ნაცემია რესტორანში სავახშმოდ მყოფი რამდენიმე ახალგაზრდა. ადგილზე გამოიძახეს პატრული. შემოწმების შემდეგ კი, პატრულმა 10-მდე პირი დააკავა, მათ შორის სტუმრები...
დაკავებულთა განცხადებით, დამნაშავე არა სტუმრები, არამედ დაცვის წევრები არიან, რომლებიც აგრესიით გამოირჩეოდნენ. საპირისპიროს ამტკიცებენ რესტორანის თანამშრომლები. მათი თქმით, ჩხუბი სტუმრებმა დაიწყეს და დაცვა მხოლოდ სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა...