ნელსონ მანდელა გარდაიცვალა
02:41:36     06-12-2013
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ნელსონ
მანდელა გარდაიცვალა. ამის შესახებ ქვეყნის
ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯეიკობ ზუმამ განაცხადა. ინფორმაციას "სი–ენ–ენი"
ავრცელებს.
95 წლის მანდელა საკუთარ სახლში, იოჰანესბურგში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა დამცველი და ყოფილი პრეზიდენტი უკურნებელი სენით იტანჯებოდა. ზუმას განცხადებით, მანდელას სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ. განსვენებული ლიდერის პატივსაცემად, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.
ნელსონ მანდელა 1918 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამხრეთ–აღმოსავლეთში დაიბადა. 1943 წელს მან უნივერსიტეტში სამართლის შესწავლა დაიწყო, თუმცა, ბაკალავრის ხარისხის აღება მხოლოდ 1989 წელს შეძლო. მანდელა ახალგაზრდობაში აფრიკის ნაციონალური კონგრესის ლიგაში იყო გაწევრიანებული, რომელიც აპარტეიდს ებრძოდა. 1953 წელს ხელისუფლებამ მას საჯარო გამოსვლები აუკრძალა, შემდეგ კი ბრალი სახელმწიფო ღალატში დასდეს, თუმცა, მოგვიანებით გაამართლეს.
1960 წლიდან ნელსონ მანდელა ორგანიზაციის აღიარებული ლიდერი გახდა და სამხედრო გაერთიანებას სათავეში ჩაუდგა. სამი წლის შემდეგ ის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 1985 წელს მანდელამ უარი განუცხადა ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკური ბრძოლისგან ჩამოშორებაზე. ხუთი წლის მერე ის ციხიდან გამოუშვეს.
1993 წელს, მანდელას ნობელის პრემია მიენიჭა, ხოლო 1994 წელს ის სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა და ქვეყნის პირველი პირი 1999 წლამდე იყო. 2013 წლის ზაფხულში მანდელა ჰოსპიტალიზირებულ იქნა. ის აპარატზე იყო მიერთებული. ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საკუთარ სახლში გადაიყვანეს და ყველა საჭირო პირობა შეუქმნეს. სწორედ აქ გაატარა მანდელამ თავისი სიცოცხლის უკნასკნელი პერიოდი...