ნინა სუბლატი: "გაქრით რაა ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები"

  22:07:09     05-12-2013

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულმა, ნინა სუბლატმა "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყმა, სადაც ქართული მუსიკის განვითარებაზე საუბრობს.

"ესე იგი ჩემი უდიდესი სურვილის მიუხედავად, რომ საქართველოში რაღაც საინტერესო, სახალისო და სასიამოვნო მოხდეს მუსიკალურ სფეროში (და დარწმუნებული ვარ, ეს მარტო ჩემი კი არა ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის სურვილია) ნელ-ნელა ვრწმუნდები /თუ ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული/, რომ არც არაფერი მოხდება მომავალი 15 წლის განმავლობაში - ეს კარგ შემთხვევაში 15 წელი, თორე შეიძლება რეალურად უფრო მეტი დრო დასჭირდეს იმ ღიპიანი ფულიანი კაცების, უნიჭო დაბოღმილი ქალებისა და საერთოდ ბნელი საზოგადოების აღსასრულს.... წადით რა, თავი დაგვანებეთ რა არის, რაღაც გინდა გააკეთო და არ გაკეთებინებენ!!!!!! ამოვიდა ყელში ამ ვითომდა გრანდიოზულ კონცერტებზე COVER-ების შესრულება! თუთიყუშებიც აღარ გვქვია უკვე რაღაც მარაზმია რაა... თავაზობ ტიპებს რაღაც საინტერესოს და ფეხებზე კიდიათ, ოღონდ ზედმეტი დრო არ დახარჯონ რამეზე... მოგვბეზრდა ამ დივლიდალალეების და წყლის ჩამოტანილი ნაფოტის მოსმენა, გავიდა მაგათი დრო და გაქრით რაა ეს ჩონგურიანი და დაფდაფიანი ტიპები, გადადით სადმე სხვაგან ჩვენ ჩვენი საკუთარი და არც თუ ისე ცუდი სიმღერები გვაქვს, რომლებსაც გაცილებით კარგად ვასრულებთ, ვიდრე ნებისმიერ ქავერს... ბევრი ნიჭიერი ადამიანია და ისე ნუ იზამთ, რომ ყველა გაიქცეს ამ ქვეყნიდან... ბევრი მილიონი გაქვთ იმისთვის, რომ რაღაც კარგი საქმე გააკეთოთ და თვეში ერთხელ 2-3 წლის განმავლობაში სულ ცოტა რომ მოაკელოთ თქვენ ჯიბეებს, 5 წელში გაცილებით მეტს მოტეხავთ, ვიდრე ახლა გაგდით.... რა სირცხვილია!"- წერს მომღერალი.