რატომ მოიკლა თავი გელა მებონიამ?

  15:28:05     05-12-2013

სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ყოფილმა ძალოვანმა, გელა მებონიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავდაპირველად დიდი რაოდენობით აბები დალია, მოგვიანებით კი, ვენები გადაიჭრა. 

მებონია, რომელიც ორგანიზაცია "საქართველოს არწივის" თავმჯდომარე იყო, მოსკოვში ცხოვრობდა. მან თავი მოსკოვშივე, საკუთარ სახლში მოიკლა. ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რის გამო გადაწყვიტა მან თვითმკვლელობა. ერთ-ერთი ვერსიით, ამის მიზეზი შესაძლოა ფინანსური პრობლემები იყოს. 

მებონია საქართველოს შსს-ში მუშაობდა. მან, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ყოფილი ძალოვანები დაადანაშაულა, თუმცა, საზოგადოების ნაწილმა, მისი ხმაურიანი განცხადებები პირად შურისძიებად აღიქვა.