ნიკო ფიროსმანი ლადო გუდიაშვილის მოგონებებში
05:10:39     05-12-2013
"მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა
საზოგადოების კრებაზე. მკერდზე გულხელდაკრეფილი იჯდა და გარინდებული და
გაქვავებული ერთ წერტილს მისჩერებოდა. სახე ფარულ სიხარულსა და გაკვირვებას
გამოხატავდა. ასე იჯდა მთელი სხდომის განმავლობაში და ხმა არ ამოუღია.
სხდომის გათავების შემდეგ შემოეხვივნენ მხატვრები და დაუწყეს გამოკითხვა. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას. დაინტერესდა ორატორებით. “ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? – თქვა მან, – …უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ"...
(ლადო გუდიაშვილის მოგონებებიდან)