„ჯეიმს ბონდის“ მუსიკის ავტორი გარდაიცვალა

  15:03:32     01-02-2011

ნიუ–იორკში, 78 წლის ასაკში, ბრიტანელი კომპოზიტორი, ჯონ ბარი გარდაიცვალა – იუწება  BBC News. ბარი იმ მუსიკის ავტორი იყო, რომელიც ჯეიმს ბონდზე პოპულარულ ფილმებში გამოიყენებოდა. ეს მუსიკა უკვე ლეგენდად იქცა.

 

ჯონ ბარმა, აგენტ 007–ზე გადაღებული ფილმების მუსიკის წერა სულ პირველი სურათის – „დოქტორ ჰოუს“ პერიოდიდანვე დაიწყო, რომელიც 1962 წელს გამოვიდა. მისთვის კომპოზიტორმა გააკეთა მონტი ნორმანის მუსიკალური თემის არანჟირება, რომელიც ბონდზე ფილმების სავიზიტო ბარათი გახდა.

 

1962 დან 1987 წლამდე პერიოდში მან დაწერა მუსიკა 11 ფილმისათვის, რომელთა შორისაა: „ცხოვრობ მხოლოდ ორჯერ,“ „ბრიალიანტები სამუდამოდ“ და სხვა ცნობილი კინოსურათები.

 

მთლიანობაში კი კომპოზიტორმა 100–ზე მეტი ფილმისთვის შექმნა მუსიკა.  ბარი იყო ავტორი ათეულობით ტელეფილმის და რამდენიმე მუზიკლის მუსიკალური გაფორმებისა.

ის ხუთჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე და ოთხჯერ მიიღო „გრემის“ პრემია.