კუჭმაჭი ნიგვზით
04:35:14     05-12-2013
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
გოჭის ან ხბოს გულრვიძლი 500 გრ.
ნიგოზი 125-130 გრ.
კარაქი 30 გრ.
ნიორი 3 კბილი.
ხმელი ქინძი 1/2 ჩ.კ.
უნხო სუნელი 1/2 ჩ.კ.
დაფქვილი წითელი წიწაკა გემოვნებით
ხმელი ქონდარი 1/3 ჩ.კ
ძმარი 1 ჩ.კ.
გულღვიძლი გარეცხეთ და დაუჭრელად მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით მოსახარშად.
2 პირველი წამოდუღების შემდეგ გამოცვალეთ წყალი და დაამატეთ მარილი და კარაქი.
3 გულღვიძლის მოხარშვისთანავე, გადაიღეთ ნახარში ცალკე ჭურჭელში და ცხელ გულღვიძლს დააყარეთ სუნელების ნაკრების ნახევარი რაოდენობა. დაახურეთ ქვაბს თავსახური და გააჩერეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში.
4 შემდეგ გამოიღეთ მოხარშული გულღვიძლი და დაჭერით.
5 ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ გახეხილი ნიორი, მარილი, წითელი წიწაკა გემოვნებით და დანარჩენი სუნელები.
6 შემდეგ დაასხით ცოტაოდენი გადანახული ნახარში, ძმარი და კარგად მოურიეთ. დაჭრილ გულღვიძლს დაამატეთ ნიგვზის მასა და მოურიეთ კარგად.
7 კუჭმაჭი მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.
rogor.ge