ნამცხვარი "შუ"

  04:33:43     05-12-2013

1 პაკეტი შაქრიანი ვანილი.
    1 1/2 ს.კ. შაქრის პუდრა.
    250 გრ. სხვადასხვა კენკრა.
    100 გრ. ფქვილი.
    1 მჭ. მარილი.
    60 გრ. კარაქი.
    1 ს.კ. სახამებელი.
    3 კვერცხი.
    300 გრ. ნაღები.
    შაქრის პუდრა.


    1
    ქვაბში ადუღეთ 1/4 ლ. წყალი, შაქრიანი ვანილი, 2 მწ. მარილი და კარაქი. გაცერით ფქვილი და სახამებელი, ერთმანეთში აურიეთ და წამოდუღებულ მასაში ჩაყარეთ. ურიეთ, სანამ ცომი გუნდად არ შეიკვრება, ქვაბის ფსკერზე კი თხელი თეთრი ფენა არ წარმოიქმნება. გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და გააგრილეთ.
    2
    გაგრილებულ ცომს სათითაოდ შეურით კვერცხი. გააცხელეთ ღუმელი 200 C-მდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი. ცომი ჩადეთ სპეციალურ მოსართავ პარკში, გაუკეთეთ დიდი ვარსკვლავისებრი პირი და საცხობ ფირფიტაზე ერთმანეთისგან 5 სმ-ს დაშორებით დასვით 12-15 ცალი შუ.
    3
    აცხვეთ 20-25 წთ., სანამ შუს ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. ცხობის დროს ღუმლის კარი არ გამოაღოთ, თორემ ნამცხვარი არ ამოფუვდება! შუები გამოღებისთანავე სიგანეზე გაჭერით და გააგრილეთ.
    4
    ნაღები და შაქრის პუდრა ათქვიფეთ გამაგრებამდე. თუ კენკრა დიდი ზომისაა, ორად გაყავით. შუს ქვედა ნაწილი შეავსეთ ნაღებით, დააწყვეთ კენკრა, მსუბუქად დააწექით, შუს ზედა ნაწილი დააფარეთ და შაქრის პუდრა მოაყარეთ.
    5 უმჯობესია, თუ შუებს მომზადებისთანავე მიიტანთ სუფრასთან. თუ სპეციალური მოსართავი პარკი არ გაქვთ, შეგიძლიათ ცომი 2 ჩაის კოვზის დახმარებით პატარა გუნდებად დასვათ საცხობ ფირფიტაზე.

rogor.ge