სერიალ „ორნახევარი ადამიანის“ გადაღება გადაიდო
15:02:23     01-02-2011
სერიალ „ორნახევარი ადამიანის“ გადაღება გადაიდო იმის გამო, რომ მსახიობ ჩარლი შინს სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაუდებელი დახმარება დასჭირდა. შინი 2011 წლის 28 იანვარს იქნა ჰოსპიტალიზირებული მუცლის ღრუში მწვავე ტკივილების დიაგნოზით. ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი კუჭის პრობლემებმა შეაწუხა და მისი ჰოსპიტალიზება მხოლოდ 36 საათით იქნებოდა საჭირო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგაც მსახიობი კვლავ კლინიკაში დარჩა.
თურმე, ჩარლი წინა საღამოს ერთერთ ფართიზე იმყოფებოდა, სადაც „საეჭვო ნივთიერებას“ ეწეოდა. საავადმოყოფოდან იუწყებიან, რომ მსახიობს დღეს, პირველ თებერვალს გაწერენ. საავადმყოფოს შემდეგ კი ის სარეაბილიტაციო კლინიკაში გაემგზავრება.
სერიალი „ორნახევარი ადამიანი“, კომპოზიტორ ჩარლი ჰარპერის (რომელიც ოკეანის სანაპიროზე მდებარე სახლში ცხოვრობს) და მისი ძმის შესახებაა, რომელიც ჩარლისთან, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ გადმოსახლდა.
სერიალი ეკრანებზე პირველად 2003 წლის სექტემბერში გამოვიდა. არსებობის მანძილზე ფილმი „ემიზეც“ იყო წარდგენილი და ხუთჯერ ტიტულიც მიიღო. “საუკეთესო კომედიური მსახიობის“ სტატუსი კი მისმა მსახიობმა – ჯონ კრაიერმა დაიმსახურა.