ბრიტნი სპირსს პაპარაცები არ ასვენებენ

  14:57:31     01-02-2011

ცნობილ მომღერალს, ბრიტნი სპირსს პაპარაცები კვლავ „დაესხნენ თავს.“ ბრიტნი, რომელმაც ბოლო წლებში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი წარმატებით გაიარა და საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა, ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა. ამჯერად, პაპარაცებმა ბრიტნი თავის ახალ ბოიფრენდ, ჯეისონ ტრავიკთან ერთად,  სასტუმროს აუზზე დასვენებისას შენიშნეს.

 

როგორც აღმოჩნდა, ბრიტნის კვლავ ძალიან მოუმატია წონაში და დაიბრუნა ის კილოგრამები, რომელიც წლების მანძილზე დიდი გაჭირვებით დაკარგა.

 

წონის პრობლემა მომღერალს მას შემდეგ შეექმნა, რაც ორი ბავშვი გააჩინა. როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, დღეს მსოფლიო პოპის „დივა“ საუკეთესო ფიგურისაგან ძალიან შორსაა. თუმცა, პაპარაცების გარეშეც, ეს ფაქტი მის ახალ ჰიტშიც უკვე კარგად დაფიქსირდა.

 

როგორც ცნობილია, ჰიტის სახელწოდებაა  "Hold It Against Me" და სიმღერამ, ბრიტნის სხვა ბოლო კლიპებისაგან განსხვავებით, დიდი პოპულარობა მოიპოვა.

 

თუმცა, მომღერალს დღეს ეს საკითხი აშკარად ნაკლებად აღელვებს. მძიმე წლების შემდეგ ბრტნიმ სულიერი სიმშვიდე, როგორც იქნა, მოიპოვა. ის დღეს მაიმიშია და მთელ დროს თავის რჩეულთან ატარებს. ამჯერად, წყვილი ბრიტნის ასისტენსის ქორწილში იმყოფებოდა და, როგორც ამბობენ, კარგადაც მოილხინა. ბრიტნი სპირსის პირველი სტუდიური ალბომი 1999 წელს გამოვიდა და მას შემდეგ მომღერალმა მსოფლიო პოპის ისტორიაში თავის ადგილი დაიმკვიდრა.