
ნიკოლაი აზაროვი და მისი მთავრობა თანამდებობაზე რჩებიან
15:59:14     03-12-2013
ნიკოლაი აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი გადარჩა. უკრაინის რადამ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ვერ გადააყენა.
უკრაინული მედიის ცნობით, კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოგროვდა.
აზაროვის და მისი მთავრობის გადაყენებას ხმა მხოლოდ 186 დეპუტატმა მისცა, რაც იმპიჩმენტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.