ღარიბაშვილი თომას ჰამერბერგს შეხვდა
15:57:34     03-12-2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ადამიანის უფლებათა დამცველ თომას ჰამერბერგს შეხვდა.
შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ადამიანის
უფლებათა დაცვის მიმართულებით შემუშავებული მთავრობის სამოქმედო გეგმა,
რომელიც ძირითადად თომას ჰამერბერგის რეკომენდაციებს დაეყრდნო.
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს თომას ჰამერბერგს გაწეული შრომატევადი სამუშაოსთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით საქართველო მალე ქმედით ნაბიჯს გადადგამს. მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.