![მეტროში პოლიციელი დაჭრეს მეტროში პოლიციელი დაჭრეს](http://presa.ge/img/multimedia/a26633.jpg)
მეტროში პოლიციელი დაჭრეს
12:57:49     03-12-2013
მეტროსადგურ "ნაძალადევში" პოლიციის თანამშრომელი შალვა როსტიაშვილი ფხის არეში დაჭრეს. თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციელი უცნობმა პირმა ცივი იარაღის გამოყეებით დაჭრა. შემდეგ კი მატარებელში შეღწევა შეძლო და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე 353-ე პრიმა მუხლით აღიძრა. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.