
სერგო რატიანი კიევიდან: როცა ქართველებს გვიჭირდა, უკრაინა ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე იდგა
12:37:50     03-12-2013
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები სერგო რატიანი, დავით საყვარელიძე და გია ბარამიძე უკრაინის დედაქალაქში იმყოფებიან. როგორც „პრესა.ჯის“ დეპუტატმა სერგო რატიანმა განუცხადა, დელეგაციის წევრები პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას არ აპირებენ, მათი გამგზავრების მიზანს კი უკრაინელი ხალხის თანადგომას წარმოადგენს.
სერგო რატიანი: უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატად კიევში ჩამოვფრინდით. ჩვენი ვალია გადამწყვეტ წუთებში, მათ გვერდით ვიყოთ. როცა ქართველებს გვიჭირდა, უკრაინა იდგა ჩვენი დამოუკიდებლობის და მთლიანობის სადარაჯოზე და გვიცხადებდა სოლიდარობას.
-რა მდგომარეობაა კიევის ცენტრში?
-ძალიან დიდი სულისკვეთებაა, ხალხი ითხოვს გახდეს ეროპის ნაწილი და ამის მორალური უფლებაც აქვთ.
-შესაძლებელია თუ არა კიევში მიმდინარე პროცესები საქართველოშიც განვითარდეს?
- ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მაიდანზე დღეს მხოლოდ უკრაინის ბედი კი არა, საქართველოს ბედიც წყდება. თუ უკრაინამ ამ ბრძოლაში გაიმარჯვა, გაიმარჯვებს საქართველოც და თუ დამარცხდა, რუსეთს ასოცირებამდე ექნება ცდუნება პროვოკაციები მოუწყოს საქართველოსაც და უარი ათქმევინოს ევროკავშირთან ასოცირებაზე.