პოლიციამ ტაქსის მძღოლის დაჭრისთვის 27 წლის ახალგაზრდა დააკავა

  11:36:12     03-12-2013

შინაგან საქმეთა საამინისტროს ინფორმაციით, ნინო ჟვანიას ქაჩაზე მომხდარი დანაშაული გახსნილია.

როგორც "პრესა.ჯი"-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, ტაქსის მძღოლის ყელის არეში დაჭრისთვის 1986 წელს დაბადებული მოქალაქე ვაშლოვანის ქუჩაზე ორ დეკემბერს დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ "პრესა.ჯი"-მ თბილისში ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით ყელის არსეში დაჭრის შესახებ ინფრმაცია გუშინ გაავრცელა.