
უკრაინაში სამთავრობო შენობების პიკეტირება გრძელდება
11:21:03     03-12-2013
უკრაინაში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ მიტინგზე პოლიციასთან შეტაკებებმა მასიური ხასიათი მიიღო.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მომიტინგეებმა უმაღლესი რადას შენობასთან მიახლოვება სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა არ მისცა.
მომიტინგეებსა და "ბერკუტს" შორის სწორედ ამის შემდეგ მოხდა ინცინდენტი. მომიტინგეები აქტურად ცდილობდნენ სცეპრაზმის კორდონი გაერღვიათ, თუმცა სამართალდამცავებმა ხელკეტების გამოყენებით მომიტინგეები აიძულეს უკან დაეხიათ. დემონსტრანტები შენობასთან შეკრებას აგრძელებენ.
რაც შეეხება აქციის ორგანიზატორთა განცხადებებს, მათ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პირობები გაახმოვანეს.
ოპოზიციის პირობა ასეთია: ოპოზიციას მოლაპარაკებები პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტთან სურს საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით. აუცილებელი პირობაა ისიც, რომ მოლაპარაკებები ღია და საჯარო უნდა იყოს.
გარდა ამისა, ოპოზიცის არ აპირებს მოლაპარაკებები გამართოს მონამ სანამ დემონსტრანტებზე თავდამსხმელი სამართადლდამცავები არ დაისჯებიან.