ოპოზიციამ უკრაინის დროებითი მთავრობის შექმნა დააანონსა
07:18:22     03-12-2013
უკრაინის ოპოზიციამ, რომლის მხარდამჭერებიც კიევსა და სხვა ქალაქებში მასობრივ საპროტესტო აქციებს მართავენ, დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამი ოპოზიციური პარტიის – "ბატკივშჩინას", "უდარის" და "სვობოდას" შტაბებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაცია პარტიების ლიდერებს, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამოდიან და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაცб უკრაინამ ევროკავშირთან ასოციაციის შეთანხმების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.