აჩმა ისპანახით და ყველით

  06:29:49     03-12-2013

არსებობს აჩმის ცომის რამდენიმე რეცეპტი. ცომის მოსამზადებლად უნდა ათქვიფოთ ზემოთ მოცემული კვერცხის რაოდენობა, შევურიოთ ორი კოვზი ზეთი, წყალი და ცოტაოდენი მარილი.
    2 ფქვილი გავცრათ და კვერცხის, ზეთის და წყლის ნაზავზე მოვზილოთ მკვრივი ცომი.
    3 ცომი დავყოთ რვა ან ცხრა გუნდად, დავაფაროთ ჭურჭლის ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას 15 - 20 წუთის განმავლობაში.
    4 ამასობაში დავდგათ ცეცხლზე დიდი ქვაბი და ავადუღოთ წყალი. მეორე ქვაბში ჩავასხათ ცივი წყალი.
    5 პირველი გუნდა გავაბრტყელოთ ძალიან თხლად და შემდეგ ხელით გავწელოთ ცომის ფირფიტა, რომელიც უნდა იყოს გამოსაცხობ ფორმაზე ორი ან სამი სანტიმეტრით მეტი მთელ პერიმეტრზე.
    6 ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ მასში ცომის ფირფიტა. ცომის ფირფიტას მოვასხათ გამდნარი კარაქი.
    7 გავაბრტყელოთ მეორე ფირფიტა და მოვათავსოთ ის ადუღებულ წყალში 10 - 12 წამის განმავლობაში.
    8 შემდეგ ამოვიროთ ფირფიტა ადუღებული წყლიდან სახელურიანი საწურით ან სხვა ხელსაწყოთი და მოვათავსოთ რამოდენიმე წამით ცივ წყალში. ამოვიღოთ გაცივებული ცომის ფირფიტა და გავაჩეროთ საწურში.
    9 დავადოთ მეორე ფირფიტა პირველ ფენას და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შეგიძლიათ ალაგ-ალაგ მოასხათ ცოტაოდენი არაჟანი. მოხარშული ცომის ფირფიტის მომდევნო ფენას მოაყარეთ ისპანახი.
    10 ისპანახი გარეცხეთ გააცალეთ ძირები და დაჭერით ის პატარა ნაჭრებად. შემდეგ მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი ზეთში, დაამატეთ ნიორი, დაჭრილი ისპანახი და მწვანილები. შუშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში დარბილებამდე. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
    11 გახეხილი ყველის და ისპანახის ფენები შეანაცვლეთ ერთმანეთს. ყველა ფენა დანამეთ დამდნარი კარაქით. ბოლო ფენა არ მოხარშოთ, ოღონდ დანამეთ ისიც გამდნარი კარაქით.
    12 ღუმელში ჩადებამდე აჩმა უნდა დაიჭრას. აჩმა მოათავსეთ ღუმელში დაახლოებით 180 გრადუს ტემპერატურაზე და აცხეთ 30 35 წუთის განმავლობაში. შემდეგ აწიეთ ტემპერატურა 200 გრადუსამდე და გააჩერეთ კიდევ 7 - 9 წუთამდე.
    13 აჩმა კარგად ექვემდებარება გაყინვას. გაყინული აჩმა შეგიძლიათ გაალღოთ მიკროტალღურ ღუმელში.

წყარო