
"F*ck პუტინ!" - აქცია ერევანში (ვიდეო)
18:39:21     02-12-2013
„სერჟიკ - წადი შენს პუტინთან!", პუტინ Go Home!", „F*ck, პუტინ!"- ამ შეძახილებით დახვდნენ ერევანში ჩასულ ვლადიმერ პუტინს ადგილობრივები.
აქცია სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ იყო მიმართული და ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სომხეთში ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს.
რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე შემდეგი შეძახილები ისმოდა: „სერჟიკ - მოღლატევ!", „სერჟიკ - წადი!", „წადი შენს პუტინთან!", პუტინ Go Home!", „F*ck, პუტინ!", „სომხეთი რუსეთის გარეშე!", „Stop, Russia!". აქციას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს.