იანუკოვიჩი მზადაა გაწიროს მთავრობა

  15:49:56     02-12-2013

უკრაინის "რადას" თავმჯდომარე ვლადიმერ რიბაკი აცხადებს რომ პრეზიდენტი იანოკოვიჩი მზადაა მხარი დაუჭიროს მთავრობის გადადგომას. 

"საკითხს, რომელიც დგას (მთავრობის უნდობლობა), მე გავიტან უმაღლეს რადაზე განსახილველად. არსებობს რეგლამენტი, კანონი", - განაცხადა ვლადიმერ რიბაკმა, რომელიც დარწმუნებულია რომ იანუკოვიჩი "რადას" ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს.

თუმცა, მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც არაერთხელ დაარბიეს, მთავრობასთან ერთად პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვენ. მათ უკვე მოახდინეს რამდენიმე სტარეტეგიული ობიექტის ბლოკირება. 

500 ათასზე მეტი უკრაინელი, რომელიც სიცივესა და ყინვაში, ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს ქუჩაში იცავს, ამბობს რომ იანუკოვიჩი უნდა წავიდეს. 

ქვეყანაში პროტესტი მწვავდება. 

ჯარი და სპეცრაზმი, პრეზიდენტის ბრძანებით მშვიდობიან დემონსტრანტებს ქუჩებში დასდევს. 

ლვოვში საყოველთაო მობილიზაციაა. დაიწყო გაფიცვებიც... 

მაიდანზე ასეულ ათასობით ადამიანი ახალ რევოლუციას ითხოვს...

ამიტომ, დაუჯერებელია რომ უკნაინელი ხალხი, იანუკოვიჩის ამ "საჩუქარს" მიიღებს და მხოლოდ მთავრობის გადადგომით დაკმაყოფილდება.