ვინ ცდილობდა მერაბიშვილის მოადგილის აფეთქებას?

  15:02:00     02-12-2013

ანტიტერორისტულმა სამსახურმა ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე და მისი ოჯახი აფეთქებისგან იხსნა

რამდენიმე წუთის წინ, ლორთქიფანიძის  სახლთან შსს-ს თანამშრომლებმა ასაფეთქებელი მოწყობილება იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი ძლიერმოქმედი იყო და ის ლორთქიფანიძის ასაფეთქებლად დაამონტაჟეს. 

ჯერჯერობით, შს სამინისტროში მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. დუმს ლორთქიფანიძეც. თუმცა, არაოფიცალური მონაცემებით, მომხდარი შესაძლოა შურისძიება იყოს.