ისპანახის ფხალი
02:15:36     02-12-2013
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
ისპანახი 1 კგ.
ნიგოზი 100 გრ.
ნიორი 2 კბილი
ძმარი 1 ჩ.კ.
ხმელი ქინძი 5 გრ.
უცხო სუნელი 5 გრ.
ყვითელი ყვავილი 5 გრ.
ცოცხალი ქინძი 30 გრ.
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
1 საშუალო ბროწეული
საფეხურები
1 ისპანახი გავრეცხოთ. თუ ძირები უხეშია, მოვაცალოთ, ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და ვხარშოთ დაახლოებით 5 წთ. მომზადებამდე.
2 გადმოვიღოთ საწურზე და გავაგრილოთ.
3 კარგად გავწუროთ, წვრილად დავკეპოთ, ან გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. ნიგოზიც გავატაროთ ხორცის საკეპი მანქანის წვრილ ბადეში, შევურიოთ ნიორი, სუნელები, ძმარი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
4 წვრილად დავჭრათ ქინძი და გადავურიოთ ისპანახისა და ნიგვზის მასაში.
5 მომზადებული მასიდან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და გავუკეთოდ ჩაღრმავება, რომელშიც მოვათავსოთ ბროწეულის მარცვლები.