ხაშურში სტუდენტი მოკლეს
15:55:50     30-11-2013
პოლიცია ახალგაზრდას მკვლელს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურში ცივი იარაღის გამოყენებით სტუდენტი მოკლეს. გარდაცვლილია სტუდენტი გ.ხ.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მკვლელობის საქმე გახსნილია, სამართალდამცავებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობაც ცნობილია. ამ დროსითვის კი, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
მკვლელობის მიზეზად პირადი ანგარიშსწორება სახელდება.