სადახლოში მომხდარი მკვლელობების გამო დაკავებულ ექვს პირს წინასწარი პატიმრობა შეეფერდა

  19:16:19     28-11-2013

სასამართლოს ოფიციალური განცხადება

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 28 ნოემბერს განხილულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზურაბ მატკავას შუამდგომლობა, ბრალდებულების გ. ნ.-ს, ა. გ.-ს, ზ. კ.-ს, შ. ჭ.-ს, ნ. დ.-ს და ა. ი.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ასევე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრის საკითხი.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვის ეტაპზე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქმეში არსებული ფაქტებისა და ინფორმაციის მიხედვით და მიიჩნია, რომ საქმის მასალების მიხედვით არსებობდა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ზურაბ მატკავას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულებს: გ. ნ.-ს, ა. გ.-ს, ზ. კ.-ს, შ. ჭ.-ს, ნ. დ.-ს და ა. ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.

იხილეთ სტატია აღნიშნულ თემაზე, გადადით ამ ლინკზე