რაზე ისაუბრეს პრემიერმა დიდი ბრიტანეთის ელჩმა?

  13:32:22     28-11-2013

"საქართველოს პრემიერ–მინისტრი დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს უსაფრთხოებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხებში, გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა. 

სტუმრებმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს" - ვკითხულობთ პრემიერის ოფიცალურ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.