გრიგოლ ვაშაძე: ზოგიერთი პატივცემული გვამი...
15:17:22     27-11-2013
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ვილნიუსის სამიტის შემდეგ რუსეთისგან პროვოკაციებს და ზეწოლას ელის.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა ბერკეტს, მათშორის ეკონომიკურს, სამხედროს. ვაშაძის თქმით ის არ ელის 2008 წლის მოვლენების გამეორებას. „ჩვენ ძალიან ბევრი გამოვიარეთ უკვე და ის ზოგიერთი პატვცემული გვამი, რომელიც ახლა გვეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში ხისტი რიტორიკა არ უნდა გამოვიყენოთ, არ ვიცი ეს რას ნიშნავს. არის დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია და ხანდახან ისინი არცთუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ გიწევს ამის გამოყენება და არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც მშვიდობიანი, დალაგებული ურთიერთობის დროს უნდა გამოიყენო. ვერაფერს ვხედავ და ეს თავისით გაივლის - ეს არ გაივლის თავისით. რუსეთისგან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ" , - განაცხადა ვაშაძემ.
„საქართველოს ხელისუფლების და ევროპის კავშირის დიალოგი ყოფილი ოფიცლაური პირების ციხეში ყოფნის გამო, ჰგავს ბრმას და ყრუს დიალოგს. ისინი კითხულობენ, თუ ადამიანი არ აპირებს ქვეყნის დატოვებას, თუ ადამიანს ფიზიკურად თეორიულადაც კი არ ექნება შანსი, რომ 4000 მოწმეზე მოახდინოს ზეგავლენა, თუ ადამიანი პირველივე მოთხოვნისთანავე მიდის პროკურატურაში და სასამართლოში, აგვიხსენით მაშინ რა აზრი აქვს მის ციხეში ყოფნას. ამაზე ხელისუფლება პასუხობს - ჩვენთან არის კანონის უზენაესობა.
ე.ი. კანონის უზენაესობა ვრცელდება მარტო ყოფილი მთავრობის წევრებზე და რუსეთის აგენტებზე შკრილნიკოვსა და გევორქიანზე არ ვრცელდება. და როდესაც ასეთ პასუხს აძლევ, ეს ყველაფერი მთავრდება ისე, როგორც დამთვარდა ქალბატონ ტიმოშენკოსთან მიმართებაში.
ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბევრი გაფრთხილება იყო მაგრამ ინაუგურაციაზე მყოფი ლიტვის პრეზიდენტის, თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება ყურად არის მისაღები. მან თქვა - ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელია“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.