სუბარის უწყების მაღალჩინოსანი დააკავეს

  14:28:53     27-11-2013

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ დაკავებულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსანი. "პრესა.ჯი"-ს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი, ზურაბ ვარდიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიჭირეს. 

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება. თუმცა, ვარდიძის დაკავების ფაქტს სამინისტროში უკვე ადასტურებენ. წყაროს ცნობით, სავარაუდოდ, სუბარის უწყებაში დაჭერები კვლავ გაგრძელდება, რაც შესაძლოა, საბოლოოდ, მინისტრის გადადგომითაც კი დასრულდეს.